კულტურა
10.03.2023 11:47
საქველმოქმედო კონცერტები გიორგი კუზიბაბაშვილის დასახმარებლად

10, 11, 12 მარტს, გორის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტები გაიმართება.

საქველმოქმედო ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ტარდება და მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები, საესტრადო სიმღერების და თანამედროვე ცეკვების შემსრულებლები.

საქველმოქმედო კონცერტები 16 წლის გიორგი კუზიბაბაშვილის დასახმარებლად ტარდება.

ორგანიზატორთა თქმით, დახმარების მსურველებს საშუალება ექნებათ, კონცერტის მიმდინარეობისას შემოწირულობა დარბაზში განთავსებულ შესაწირ ყუთში მოათავსონ.

„მიიღეთ მონაწილეობა საქველმოქმედო ღონისძიებებში და გაიღეთ შემოწირულობა. საკონცერტო დარბაზში იდგება შესაწირი ყუთი.

გაცნობებთ, რომ დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებული ანგარიშის ნომერზეც - GE46BG0000000541659913. ღონისძიებები სამივე დღეს 13:00 საათზე დაიწყება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები