

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 200 000 ლარამდე დაიხარჯება.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ელექტროგაყვანილობა, საკანალიზაციო სისტემა, სველი წერტილები, გამოიცვლება კარიფანჯარა. დაგეგმილია გარე ფასადის, ასევე პატარა დარბაზის, შესასვლელებისა და ოთახების რეაბილიტაციაც. შენობაში მოეწყობა ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის სისტემა.
„კულტურის სახლს, სადაც მოზარდების სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებს, რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩასტარებია.
პროექტის დასრულების შემდეგ, შავშვებში კულტურის სახლი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება და ბავშვები რეაბილიტირებულ და თბილ შენობაში შეძლებენ დაეუფლონ სახელოვნებო და საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროგრამებს“, - აცხადებენ გორის მერიაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს