

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 თებერვალს და 1-ელ მარტს გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.
27 თებერვალს გორში ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსს მიაღწევს, +17 გრადუსამდე გათბება ჰაერი 28 თებერვალს, 1-ელ მარტს კი ნავარაუდევია +14.
2-დან 7 მარტის ჩათვლით კი, გორის მუნიციპალიტეტში ნავარაუდევია ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი წვიმის სახით.
2 მარტს გორში მოსალოდნელია +9, 3 მარტს +11, 4-დან 7 მარტის ჩათვლით კი, 8-14 გრადუსი სითბო.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.