

ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური ქსელის - Tik Tok-ის გამოყენება ეკრძალებათ ევროკომისიის თანამშრომლებს.
ელექტრონული მოწყობილობებიდან „ტიკტოკის“ აპლიკაციის წაშლის ვადა ევროკომისიის ყველა თანამშრომელს 15 მარტამდე განესაზღვრა.
სამსახურებრივი ელექტრონული მოწყობილობების გარდა, ევროკომისიის თანამშრომლებმა აპლიკაცია იმ პირადი მოწყობილობებიდანაც უნდა წაშალონ, რომლებსაც სამსახურებრივი დანიშნულებითაც იყენებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურ სოციალურ ქსელ ,,ტიკ ტოკს“ სავარაუდოდ, აკრძალავენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების საკითხები სახელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს