

„საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირებისათვის“ ფარგლებში, ქვეყნის მაშტაბით ახალი პროექტი განხორციელდება.
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
„პროგრამის მიზანია მოსახლეობის მოთხოვნის სტიმულირება ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის მიზნით. პროექტის განხორციელების ამოცანას ასევე წარმოადგენს სოფლად გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის) ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.