

თურქეთის კატასტროფების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 38 000-ს გადააჭარბა.
სამაშველო ოპერაციები უკვე მე-11 დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. არსებული ინფორმაციით, ნანგრევებში ასობით ადამიანი რჩება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, მაშველებმა ორი მამაკაცი (26 და 33 წლის ასაკის) და ერთი 14 წლის მოზარდი ამოიყვანეს, სამივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს