

საჯარო და კერძო სკოლების VIII, IX და X კლასის მოსწავლეებისთვის კულტურის ცენტრში საჯარო ლექცია - „მავნე ჩვევები და ჯანსაღი ცხოვრება“ გაიმართა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და მავნე ჩვევების დაძლევის გზებზე, მოზარდებთან სასულიერო პირებმა, პედაგოგებმა და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე სპეციალისტებმა ისაუბრეს.
„დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციები ფსიქოლოგმა ლაშა ჯაშაშვილმა, პირველი საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგმა დავით ტეტუნაშვილმა, ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარმა მამა ბასილმა, ბიოლოგიის (ექსპერტ წამყვანი) პედაგოგმა ნინო ფსუტურმა და სოც. მუშაკმა, მანდატურის სამსახურის სპეციალისტმა ნონა ბორცვაძემ წარუდგინეს.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითერების ხელშეწყობის სააგენტო მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა თემაზე საჯარო ლექციებს მთელი წლის მანძილზე ახორციელებს“, - აცხადებენ სააგენტოში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.