

6 თებერვალს, თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 34 000-ს გადააჭარბა.
განსაკუთრებით დიდია მსხვერპლი თურქეთში.
საგანგებო სიტუაციების საკოორდინაციო ცენტრის ცნობით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 29 600-ს მიაღწია.
სირიაში კი სტიქიას 4 500ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სამაშველო ოპერაციები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა, მიწისძვრიდან ერთი კვირის შემდეგ, სულ უფრო მცირეა ნანგრევებში მოყოლილთა გადარჩენის შანსი.
შეგახსენებთ, თურქეთში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში ჩართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ასკაციანი ჯგუფიც.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.