

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რკინიგზის სადგურის დასახლებაში სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება.
პროექტის ფარგლებში ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოეწყობა ბეტონის საფარი, მიერთებები, ბეტონის ბორდიურები, სანიაღვრეები, გაბიონის საყრდენი კედელი და ავტომანქანების სადგომი. სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 225 მეტრია.
ცნობისთვის, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც მთლიანად გრუნტოვანი იყო და ნალექის დროს თითქმის გაუვალი ხდებოდა, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს