

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.
ამ დროაისთვის, ქალაქ ადიამანში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში უკვე ჩართულია 60 ქართველი მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი.
შსს-ს ინფორმაციით, ქართველ მაშველთა ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.
სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, ასევე, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 9 000-ს მიაღწია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.