

გორის მე-10 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც ,,გორის მაცნეს“ სკოლის დირექტორმა განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი შენობის გათბობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა.
გელა ჯაფარიძის თქმით, მიმდინარე სამუშაოები 15 თებერვალს უნდა დასრულდეს.
„მიმდინარეობს გათბობის სისტემის ძირითადი აგრეგატის ამოცვლა. დაგეგმილია ამორტიზებული რადიატორების ახლით ჩანაცვლებაც. ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები 15 თებერვალს უნდა დასრულდეს და შესაბამისად, განახლდება სწავლების ჩვეული რეჟიმი, ამჟამად კი, 2 თებერვლიდან 15 თებერვლამდე, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციური ფორმატით“, - განაცხადა სკოლის დირექტორმა. ცნობისთვის, გორის მე-10 საჯარო სკოლაში 763 მოსწავლე ირიცხება.287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს