საინტერესო ამბები
07.02.2023 15:50
5 საინტერესო ფაქტი მიწისძვრის შესახებ

მიწისძვრა ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევაა, რომელთა უმრავლესობა იმდენად სუსტია, რომ ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისთვის და არანაირ ზიანს არ იწვევს, ზოგი მათგანი კი, იწვევს ნგრევას, რასაც თან ახლავს მსხვერპლიც.

მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის სკალით იზომება. მიწისძვრა, ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული.

მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება.

მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამი, მეწყერი, ზვავები, ღვარცოფი, ხანძარი და სხვა.

  1. მას შემდეგ, რაც მიწისძვრების მონიტორინგი მიმდინარეობს, ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1960 წელს ჩილეში დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე იყო 9,5 რიხტერის შკალით და მან წარმოქმნა ცუნამის ტალღა, რომლის სიგრძე 10 ათას კილომეტრს აღწევდა.
  2. იაპონიაში, ყოველწლიურად, დაახლოებით, 1500 მიწისძვრა ხდება. თითქმის იგივე რაოდენობა ფიქსირდება ჩილეშიც.
  3. დიდი მიწისძვრების 80 პროცენტი წყნარ ოკეანეში არსებული ნალის ფორმის რეგიონში ფიქსირდება, სადაც უამრავი ტექტონიკური ფილა იყრის თავს.
  4. მიწისძვრების სიძლიერის მიხედვით მეორე ადგილზეა ე.წ. „ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა სარტყელი“, რომელიც მოიცავს თურქეთსაც.
  5. 1985 წელს, მეხიკოში 8.0 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად უამრავი შენობა განადგურდა, მათ შორის - თითქმის ყველა საავადმყოფო და სამშობიარო. ერთ-ერთ დანგრეულ სამშობიაროში რამდენიმე დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენილი თითქმის ყველა ახალშობილი გადარჩა.
კვირის ამბები