საზოგადოება
06.02.2023 15:39
არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90- თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს - ირაკლი ღარიბაშვილი

არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90- თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბაზრის შესწავლა დაიწყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებს მიმართა, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოწიონ.

„კონკურენციის სააგენტომ ნავთობის ბაზრის შესწავლა დაიწყო. თებერვლის ბოლოს დადასტურებულ საბოლოო სურათს წარმოადგენენ. ჩვენი ჩარევის შედეგად, როგორც იცით, ფასები ამ მიმართულებითაც დარეგულირდა და შემცირდა, თუმცა, ახლა ჩემს წინაშეა დეკემბრის მონაცემები და ვხედავ, რომ ძალიან მაღალი მარჟებია და ნავთობის იმპორტიორები ჯერ კიდევ მაღალი მოგებით მუშაობენ, რაც მიუღებელია. მინდა მივმართო მინისტრებს, რომ დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები და ფასები გონივრულ ზღვარზე ჩამოვწიოთ. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90 თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. აუცილებელია, ეს საკითხი მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგულირდეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები