რჩევები
02.02.2023 14:51
როგორ უნდა გადაადგილდეთ ავტომობილით მოყინულ და თოვლიან გზაზე - რჩევები მძღოლებს
უამინდობის გამო, მოძრაობა გართულებულია საქართველოს საავტომობილო გზებზე. რამდენიმე მიმართულებით კი შეზღუდვები მოქმედებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია მძღოლებს მოყინულ და თოვლიან გზებზე მანქანით გადაადგილებისას გასათვალისწინებელ 10 რჩევას აძლევს.
„გორის მაცნე“ ფედერაციის რეკომენდაციებს უცვლელად გთავზობთ:
1. სრულად გაასუფთავეთ ავტომობილი თოვლისგან (მათ შორის სახურავი);
2. შეამოწმეთ საბურავების წნევა და დაუშვით 0.5 ატმოსფეროთი (ყველა უნდა იყოს ერთ ნიშნულზე);
3. მოერიდეთ ყოველგვარ მკვეთრ მოქმედებას;
4. დაიცავით სამჯერ მეტი დისტანცია;
5. მუხრუჭის დროს ABS-ის ჩართვის შემთხვევაში, არ აუშვათ მუხრუჭის სატერფულს (პედალს) ფეხი;
6. აკონტროლეთ უკან მომავალი მანქანის დისტანცია;
7. დაუთმეთ გზა ცენტრალურ ქუჩაზე გამომავალ მანქანებს (მისი საფარი უფრო მოყინულია );
8. დაღმართზე არ აკრიფოთ ინერცია;
9. თუ მოგისრიალდათ, გახსოვდეთ, რომ საბურავი ყოველთვის უნდა იყოს მიმართული იმ მხარეს, საითაც გინდათ რომ წავიდეს მანქანა;
10. თუ არ გიყენიათ თოვლში სასიარულოდ განკუთვნილი საბურავი, თავი შეიკავეთ მანქანით გადაადგილებისგან.
შეგახსენებთ, M+S არ არის მოყინული გზის საბურავი, თუ არ აწერია winter, ან არ ახატია თოვლის ფიფქი. გისურვებთ უსაფრთხო მართვას!“ - ნათქვამია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის რეკომენდაციაში.
კვირის ამბები