საინტერესო ამბები
02.02.2023 13:14
თებერვლის სამი გამორჩეული დღე, როდესაც ყველაფერი გამოგივათ

ასტროლოგების პროგნოზით, 2023 წლის თვეებს შორის, თებერვალი ყველაზე წარმატებული თვეა. აღნიშნულს განაპირობებს რეტროგრადული მოძრაობის მქონე პლანეტების არარსებობა. ამასთანავე, ასტროლოგები მიმდინარე თვის სამ დღეს თითქმის ყველა ნიშნისთვის განსაკუთრებით იღბლიანად მიიჩნევენ.

2 თებერვალი
02.02 - ე.წ. სარკის თარიღია, ამგვარ თარიღებს კი ყოველთვის ახლავს თან განსაკუთრებული ენერგეტიკა, შესაბამისად, ეს დღე პოზიტიური და ხელსაყრელია ნებისმიერი ახალი წამოწყებისთვის, ყველაზე გაბედული სურვილების შესასრულებლად. ხშირად ამბობენ, რომ ამ დღეს მიზანშეწონილია  სურვილების წერილის, რუკის შექმნა, მომავლის გეგმების შედგენა, ფურცელზე იმის დაწერა, რა ოცნებებიც გაგაჩნიათ.

5 თებერვალი
5 თებერვალს კი პლანეტები ვენერა და მარსი ისეთ პოზიციებს დაიკავებენ, რომ ყველა ნიშნანს მძლავრ ენერგეტიკულ მუხტს მოუტანს, ამ დღეს შესაძლებელია ისეთი სურვილების ასრულება, რასაც ადრე ფიქრობდით, რომ ვერ გამოგივიდოდათ. ეს დღე სასიკეთოდ ითვლება სასიყვარულო ურთიერთობებისთვის და დაძაბული ურთიერთობების მოწესრიგებისთვის.

11 თებერვალი
11 თებერვალს, როცა მერკური მერწყულის ნიშანში გადადის, ძალაუფლების დღეს უწოდებენ.

ამ თარიღს თან ახლავს წარმოუდგენელი შესაძლებლობები და შესაბამისად, 11 თებერვალს შეგიძლიათ უსაფრთხოდ დაგეგმოთ ნებისმიერი წამოწყება, ახალი პროექტი, მნიშვნელოვანი შეხვედრები, გარიგებები, კონტრაქტები.

კვირის ამბები