გორის გოგონათა გუნდის სოლისტი თაკო (თამარ) კაკალაშვილი მუსიკალური პროექტის „ვოისის“ ფინალისტებს შორისაა.
ქართულ სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი პოპულარული მუსიკალური პროექტის - „ვოისის“ ფინალი დღეს, 22:00 საათზე გაიმართება. ამიტომ, თუ გსურთ, თაკო კაკალაშვილმა გაიმარჯვოს და საქართველო ევროვიზიაზე წარადგინოს, დაურეკეთ ნომერზე: 0903300321. ზარი უფასოა.
შეგახსენებთ, თაკო კაკალაშვილი 1997 წელს, გორში დაიბადა და მესამე საჯარო სკოლა დაამთავრა. სიმღერა ადრეულ ასაკში დაიწყო. სხვადასხვა დროს, გოგონათა გუნდთან ერთად, ჩართული იყო მუსიკალურ პროექტებში, როგორც ინდივიდუალურ შემსრულებელმა, პირველად მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავში“ მიიღო მონაწილეობა.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ