

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელმა ბექა ბუჯიაშვილმა (57 კგ.) ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრებაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მან პირველ შეხვედრაში ეკვადორელი ჯუზეპე რიკარდო რეა 10:0 დაამარცხა. შემდეგ, იგივე ანგარიშით სძლია ფრანგ ვალენტინ დამურს, თუმცა, ნახევარფინალში აზერბაიჯანელ ალი რზაზადესთან 2:4 წააგო და ბრინჯაოს შანსი დარჩა.
ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ბექა ბუჯიაშვილმა აზერბაიჯანელ ისლამ ბაზარგანოვს 4:4, ქულის უპირატესობით მოუგო და მედალსაც დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეჯიბრება, რომელიც 1-ელ თებერვალს დაიწყო ზაგრებში, სარეიტინგო ქულებს იძლევა მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის და პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე დღეს საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 მაისს, გორში, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი