

პირველ თებერვალს მსოფლიო საჯაროდ კითხვის დღეს აღნიშნავს. „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ - ეს გახლავთ სლოგანი, რომელსაც ყოველწლიურად ასამდე ქვეყანაში მცხოვრები 90 მილიონი მოქალაქე ეხმიანება. რაც შეეხება საქართველოს, ეს თარიღი უკვე მერვე წელია აღინიშნება და ქართველი მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და ილუსტრატორები, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ სკოლებს, უნივერსიტეტებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ხვდებიან და მათთან ერთად აღნიშნავენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს.
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“! - ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში“, - აცხადებენ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციაციაში.
ცნობისთვის, სწორედ აღნიშნული ასოციაციის ინიციატივით საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე 2016 წლიდან აღინიშნება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.