

გორში, ბაგრატიონის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოები ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 998 მეტრია.
ბაგრატიონის ქუჩა ანტონოვის და ჭანტურიას ქუჩებს აკავშირებს. პროექტის მიხედვით, მოეწყო ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ეზოში შესასვლელები.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ბაგრატიონის ქუჩაზე მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებულა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს