

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვალს, გორში, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი ნავარაუდევია თოვა და ტემპერატურის მკვეთრად კლება.
დაბალი ტემპერატურა და ნალექი შენარჩუნდება მუნიციპალიტეტის ცალკეულ ლოკაციებზე 3 თებერვალსაც.
სინოპტიკოსების ცნობით, 2-3 თებერვალს, საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი.
ამასთანავე, უამინდობის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს ტრანსპორტის მოძრაობაზე.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს