

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საპროექტო გზის მონაკვეთზე, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ უბანში გადის, მოეწყობა ასფალტის საფარი, სანიაღვრეები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მოეწყობა შინდისის გმირების მემორიალამდე მისასვლელი გზა. ჯამში, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 728 მეტრია. სამუშაოების ღირებულება 2 039 829 ლარია
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობა დაათვალიერა.
ხელშეკრულების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პროექტი დასრულების ვადა მიმდინარე წლის სექტემბრამდე აქვს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს