

გორში, სულხან საბას ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 519 745 ლარია, ქუჩის სიგრძე კი - 689 მეტრი.
პროექტის მიხედვით, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, ამავდროულად, გათვალისწინებულია ეზოში შესასვლელების და მიერთებების კეთილმოწყობაც.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს