

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მალე დაიწყება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი გამოაცხადა და შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 748 400 ლარია.
„საპროექტო გზის 654-მეტრიანი მონაკვეთი, სადაც დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა, მჭიდროდ დასახლებულ უბანში მდებარეობს. გზა სოფლის ცენტრიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბოლო გაჩერებასთან სრულდება.
დაგეგმილია ასფალტის საფარის, ეზოში შესასვლელების, მიერთებების, სანიაღვრე სისტემის, წყლის შემკრები ჭის მოწყობა და გზაზე არსებული ხიდის მოაჯირებით უზრუნველყოფა“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს