საინტერესო ამბები
17.01.2023 14:42
ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2023 წელს ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებს

ასტროლოგების პროგნოზით, 2023 წელს, ზოდიაქოს 5 ნიშანს ფინანსურად ყველაზე მეტად გაუმართლებს.

ვერძი

ვერძის ნიშნის ზოგი წარმომადგენელი პირადი შემოსავლის გაზრდას შეძლებს, ზოგი კი აქამდე მიღწეულ პოზიციებს განამტკიცებს. ვერძების უმეტესობა მატერიალური კეთილდღეობის მხრივ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევს. ფინანსური შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში უწყვეტი იქნება, თითქმის შეფერხებების გარეშე, თუმცა, ყველაზე დიდი ფინანსური შემოსავალი მოსალოდნელია აპრილიდან-ივნისამდე პერიოდში.

კარგი შემოსავლის მიუხედავად, ასტროლოგები ვერძებს ურჩევენ, ფულის უმიზნოდ და უაზროდ ხარჯვას მოერიდონ. ასეთ შემთხვევაში სოლიდური თანხის დაზოგვას და მნიშვნელოვანი ქონები შეძენას შეძლებთ. საინტერესო შენაძენის შესაძლებლობა მოულოდნელად გაჩნდება, ამიტომ, სასურველია, გარკვეული დანაზოგი ყოველთვის გქონდეთ. ამავდროულად, ის ვერძები, რომლებიც 2023 წელს ვალებით შეხვდნენ, ამ ვალების დაფარვასაც შეძლებენ.

ტყუპები

2023 წელს ფინანსურად მდგრადი წელი ელის ტყუპებსაც. ტყუპები ფულის ნაკლებობას თითქმის არ განიცდიან. შესაბამისად, გაცილებით თავდაჯერებულები და ოპტიმისტურად განწყობილები არიან.

ტყუპებს, რომლებიც მიწასთან ან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეებში არიან ჩართული, კარგი მოგება ელით. ამ მიმართულებით განხორციელებული ნებისმიერი გარიგება მოგებიანი იქნება.

ლომი

ფინანსური წარმატებები, ახალი შენაძენები დასაინტერესო შესაძლებლობები ელის ლომების უმეტესობას 2023 წელს. ზოგი ლომი 2023 წელს ვალებით შეხვდა, მაგრამ ამ პრობლემას უმოკლეს დროში მოაგვარებს. ლომების უმეტესობას წელს შემოსავლის უამრავი წყარო გაუჩნდება. ამასთანავე, მეტი შანსია ძვირადღირებული ავტომობილის თუ უძრავი ქონების შესაძენად. ამასთანავე, ურიგო არ იქნება, თუ ლომები, რომლებსაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვთ, ფინანსებს ამ პრობლემების საფუძვლიანად მოგვარებაზეც დახარჯავენ.

ქალწული

ქალწულებს 2023 წელს იმაზე გაცილებით მეტი ფული და შენაძენი ექნებათ, ვიდრე წინა წლებში, თუმცა, ამის მიუხედავად, ასტროლოგები გირჩევენ, ფული გონივრულად ხარჯოთ.

პოზიტიური ფინანსური ცვლილებები ქალწულებისთვის წლის პირველ თვეებში. შემდგომი წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებთ ფულის გამომუშავების პროცესში შესაბამისი ტემპის შენარჩუნებას დაფინანსური განვითარების ახალი შესაძლებლობების მოძიებას.

2023 წელს, კატეგორიულად არ შეიძლება საბანკო ვალდებულებების აღება. ისეთ შენაძენზე, რომელსაც საკუთარი ფინანსებით ვერ უმკლავდებით, ამ ეტაპზე უარი თქვით. მომგებიანი იქნება ინვესტიციების განხორციელება მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში.

თხის რქა

2023 წელს თითქმის ყველა თხის რქა ფინანსური სირთულეების გარეშე გაატარებს და წლის ბოლოს ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილი იქნება.

რა თქმა უნდა, იღბალი ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ წარმატების შანსი თითქმის ყველა მიმართულებით გაქვთ.

თუ გეგმების განხორციელებისას რაიმე დაბრკოლება ან ახალი გარემოება წარმოიქმნა, გეგმაში კორექტივები მარტივად უნდა შეიტანოთ და საქმიანობა გააგრძელოთ, ბოლოს მაინც წარმატებამდე მიხვალთ.

კვირის ამბები