

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 17 იანვარს რიგით 110-ე შეხვედრა გაიმართება.
წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები გამყოფ ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებებსა და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ. ასევე, არსებული ინფორმაციით, განსახილველი საკითხები შეეხება იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს