

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის საავტომობილო გზაზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, 2023 წლის 16 იანვარს, 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„დროის აღნიშნულ პერიოდში მსუბუქი ავტოტრანსპორტი ქ. სურამის გავლით იმოძრავებს, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სურამის სატრანსპორტო კვანძიდან აგარის სატრანსპორტო კვანძამდე და ქ. ხაშურის გავლით ბორჯომის მიმართულებით და პირიქით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.