

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 14 იანვარს დაიწყება.
სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 872 470 ლარია.
„პროექტი ითვალისწინებს შიდა ქსელის, ჭაბურღილის, სადაწნეო კოშკის, რეზერვუარის, საქლორატოროს მოწყობასა და ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟებას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 200 - მდე ოჯახი ისარგებლებს. უნდა აღინიშნოს, რომ სოფელს სასმელი წყლის სისტემა დღემდე არ ჰქონია. ადგილობრივების ნაწილი წყალს სოფელში არსებული ბუნებრივი წყაროებიდან ეზიდებოდა, ნაწილი კი ინდივიდუალური ჭებით სარგებლობდა“, - აცხადებენ მერიაში.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს