

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის თარიღი დადგინდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წელს ჩატარდება.
გოგიტა თოდრაძის თქმით, აღნიშნული პროცესი, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება.
„როგორც იცით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის პერიოდში ჩატარდება. ამ აღწერისთვის ჩვენ უარს ვამბობთ ტრადიციული მეთოდის გამოყენებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებს ვირჩევთ. პირველი ორი კვირის განმავლობაში, მონაცემთა შეგროვება დაიწყება თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით და შემდეგ გაგრძელდება ე. წ. კაპის მეთოდით, ანუ პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით მონაცემთა შეგროვების გზით“, - აღნიშნა საქსტატის ხელმძღვანელმა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს