

გორის პირველ, მეთოთხმეტე და დიცის საბავშვო ბაღებში გათბობის სისტემის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და სააღმზრდელო პროცესი უახლოეს დღეებში განახლდება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
„გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო, ამ დროისთვის, მხოლოდ სამი საბავშვო ბაღი ვერ ახერხებს ფუნქციონირებას. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და სააღმზრდელო პროცესი ამ ბაღებში უახლოეს დღეებში აღდგება,“ - აღნიშნეს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს