დღეს, 22 იანვარს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში ძლიერი ქარი შენარჩუნდება. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი, მოსალოდნელია ყინვა -1 გრადუსი.
რაც შეეხება უახლოესი ათი დღის ამინდის პროგნოზს გორში, ძირითადად, მოსალოდნელია ნახევრადღრუბლიანი ამინდები პერიოდულად ნალექით. მოსალოდნელია ქარიც. მეტეოროლოგების ცნობით, უახლოესი დღეების განმავლობაში, ყველაზე ქარიანი ამინდი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 24 იანვარსაა ნავარაუდევი. ამავე დღეს, ტემპერატურაც დაიკლებს - დღისით 0, ღამით კი -5 გრადუსამდე და მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ