

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 13-დან 21 იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
12 იანვარს, გორში მოსალოდნელია 0 გრადუსი, ღრუბლიანობა და უნალექო ამინდი, ამავდროულად, 13 საათიდან ნავარაუდევია ქარი 10 მ/წ.
13 იანვარს გორში +2 გრადუსი და მზიანი ამინდია ნავარაუდევი.
14-21 იანვარს, მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, პარალელურად, დღის საათებში ეტაპობრივად მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა და 21 იანვარს +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი, მომდევნო 10 დღის განმავლობაში, კვლავ შენარჩუნდება ყინვა გორში -4-დან -7 გრადუსამდე, მუნიციპალიტეტის სოფლებსა და მაღალი ზონის დასახლებულ პუნქტებში კი - ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.