

გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტებს სოფლის მოსახლეობა შეხვედრებზე ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. შეხვედრები წინასწარ შედგენილი გრაფიკით 16 იანვრიდან დაიწყება.
„პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღების პროცესს კოორდინაციას გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ“, - აცხადებენ მერიაში.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023“-ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი თებერვალში დასრულდება. შეხვედრები მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს