საინტერესო ამბები
09.01.2023 14:11
ხისგან შექმნილი მაქმანები - ვინ არის ოსტატი, რომელიც ხისგან სასწაულებს ქმნის

ხეზე კვეთა, ცვილი, თიხა, რესტავრაცია - ეს ყველაფერი ბელგიელი ოსტატის, ჟულიენ ფელერის შემოქმედებაა. ახალგაზრდა ხელოვანი უნიკალურ ნიმუშებს ქმნის, თუმცა, ყველაზე მეტ აღფრთოვანებას ხეზე შექმნილი მაქმანები იწვევს, ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ხეზე კვეთის ოსტატი ხელოვნების ნიმუშებს ქმნის.

ფელერი ხეზე კვეთით ბავშვობიდანვე დაინტერესდა, შემდეგ კი ამ მიმართულებით ცოდნას სენტ-ლუკის ხელოვნების სკოლაში დაეუფლა. ახალგაზრდა ოსტატი არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია.

ჟულიენ ფელერი აქტიურად თანამშრომლობს დურგლებთან, ხეზე კვეთის ოსტატებთან, ოქრომჭედლებთან და რესტავრატორებთან, რაც პროფესიული უნარების განვითარებაში უფრო მეტად ეხმარება. ხის უნიკალური ნიმუშების გარდა, ფელერი მუშაობს თიხით, ცვილით, ბრინჯაოთი და თაბაშირით, ამავდროულად მუშაობს სარესტავრაციო პროექტებზეც.

ერთი-ერთი გამორჩეულია ფელერის ბრიუსელის მაქმანი, რომელიც ნამდვილი შედევრია.

კვირის ამბები