

ახალი წლის და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული რამდენიმედღიანი უქმეები დასრულდა. დღეიდან, 9 იანვრიდან, ყველა უწყებამ, რომელსაც უქმეები შეეხო, ჩვეულ რეჟიმში განაახლა ფუნქციონირება.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმეებად განისაზღვრა.
მიღებული დადგენილებით, თითოეულ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა, განესაზღვრა მის დაქვემდებარებაში მყოფი და სისტემაში შემავალი სამსახურები და მოსამსახურეები, რომელთა მიმართაც არ გავრცელდა ეს დადგენილება.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს