

კორონავირუსის პანდემიის გამო, სამი წლის წინ წინ დაწესებულ სასაზღვრო კონტროლს ჩინეთი 8 იანვრიდან აუქმებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ქვეყანაში შემსვლელ მგზავრებს კარანტინის გავლას აღარ მოუწევთ.
ცნობისთვის, რეგულაციების გაუქმების მოთხოვნით ჩინეთის არაერთ რეგიონში მასშტაბური საფროტესტო აქციები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც, დაწესებული რეჟიმების უმეტესობა გაუქმდა, თუმცა, ამ ფაქტს ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოჰყვა. აღნიშნულის პარალელურად, უკვე რამდენიმე დღეა, ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კოვიდტესტის ჩატარებას 15-მდე ქვეყანა ითხოვს, რომელთა შორისაა საბერძნეთი, გერმანია, შვედეთი.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს