

პოლიეთილენის პარკების გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი რეგულაცია ამოქმედდა.
ცვლილების თანახმად, სავაჭრო ობიექტში პროდუქტის ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკების გამოყენება აიკრძალა.
2023 წლის 2 იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციის საფუძველზე, თუ აქამდე პროდუქტის აწონვისას პოლიეთილენის პარკის გამოყენება შესაძლებელი იყო, 2 იანვრიდან მსგავსი პარკების გამოყენება დარღვევას წარმოადგენს და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამოქმედდა.
მთავრობის 14 დეკემბრის დადგენილების თანახმად, მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან ცვლილება შეეხება ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკებსაც და სავალდებულო მოთხოვნაა პარკებზე დატანილ იყოს წარწერა „ნარჩენებისთვის“.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს