

გორის ცენტრში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებების პარალელურად, 31 დეკემბერს საღამოს გალა კონცერტი გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა სახის გასართობი აქტივობების პარალელურად, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.
დასკვნით ღონისძიებაზე საკუთარი შემოქმედება წარადგინეს ნიკა ნიკვაშვილმა და ოპერის ორკესტრმა, ნუკრი კაპანაძემ, თემურ თათარაშვილმა, ნათია პერანიძემ, დათუნა სირბილაძემ, გიორგი მეფისაშვილიმა, კვარტეტმა ,,ავტოგრაფი”, Georgian Six - მა, ეკა დოლიძემ და მარიამ როინიშვილმა.
კონცერტის მიმდინარეობისას, მოსახლეობას ახალი წელი გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ანდრიამ, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ მიულოცეს.
საღამო ფოიერვერკით დასრულდა.
საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, პრემიერის ინიციტივით საახალწლო ღონისძიებები იმართება.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.