

გორში ხანდაზმულებისთვის საახალწლო ვახშამი გაიმართა.
ვახშამს სხვადასხვა ორგანიზაციის ბენეფიციარები და სოციალურად შეჭირვებული 100 - მდე მოხუცი ესწრებოდა. მერიის ინფორმაციით, ღონისძიება 18 დეკემბერს, ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შესული თანხით გაიმართა.
,,ღონისძიება 18 დეკემბერს, ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით გაიმართა.
ხანდაზმულებს საღამო გორელმა ახალგაზრდებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გაულამაზეს.
ვახშამზე მოხუცებმა საკუთარი რეპერტუარიც წარმოადგინეს.
ხანდაზმულებს დამდეგი შობა-ახალი წელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საკრებულოს ხელმძღვანელმა, დავით რაზმაძემ მიულოცეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის საქველმოქმედო აქციაში ჩართულ ყველა მონაწილეს”, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.