საინტერესო ამბები
28.12.2022 19:13
2023 წლის ასტროპროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

ასტროლოგების პროგნოზით, მოუსვენარ, შფოთიან და სირთულეებით და წინააღმდეგობებით სავსე ვეფხვის წელს წყლის კურდღელი სიმშვიდისკენ შეცვლის, თუმცა, ეს ცვლილებები ახალი წლის დადგომისთანავე არ იქნება შესამჩნევი. უფრო მეტიც, მაისამდე კვლავ შენარჩუნდება დაძაბულობა, მაისის შემდეგ კი დაიწყება პოზიტიური ცვლილებები და პროგრესი მშვიდობისკენ.

რაც შეეხება ასტროპროგნოზს თითოეული ნიშნისთვის:

ვერძი

ვერძს რთული და მოუსვენარი წელი ელის, მაგრამ პლანეტების მხარდაჭერა სირთულეებთან ბრძოლაში დაეხმარება და 2023 წელი მნიშვნელოვან წარმატებებს მოიტანს.
პლანეტა იუპიტერი, რომელსაც ბედნიერება და იღბალი მოაქვს, მაისამდე თქვენს ნიშანში იქნება. ეს ნიშნავს, რომ იღბალი მიგატოვებთ.
წლის პირველი ნახევარი პროფესიულ საქმიანობაში აქტიურობისა და თვითდამკვიდრების პერიოდი იქნება, მოსალოდნელია როგორც წარუმატებლობის, ასევე წარმატების პერიოდების მონაცვლეობა. წლის მეორე ნახევარი ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახალ შესაძლებლობებს მოგიტანთ.
მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაშიც.

კურო

2023 წელი წელი თქვენგან დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს, რათა საკუთარ მიზნებს მიუახლოვდეთ. მოსალოდნელია ცხოვრების პირობების უკეთესობისკენ შეცვლა და საცხოვრებლის შეცვლაც.
წლის პირველ ნახევარში იმ ძველი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რაც 2022-ში დაუშვით და წინსვლაში ხელს გიშლით. წლის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი იქნება კეთილდღეობის თვალსაზრისით.

ტყუპები

პლანეტების გავლენა წლის განმავლობაში ტყუპებისთვის ხან დადებითი და ხან უარყოფითი იქნება. გელით ცვლილებები, რომლებიც თავიდან შეიძლება წარუმატებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ მომავალში ეს ცვლილებები თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
გაზაფხულზე ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას, მოერიდეთ ვირუსებს.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია წლის მეორე ნახევარი.

კირჩხიბი

2023 წელს უამრავი მნიშვნელოვანი ცვლილება გელით, რაც პროფესიულ საქმიანობასა და კარიერაზე გავლენას მოახდენს. წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელია სამსახურის ან საქმიანობის მიმართულების შეცვლა. მოსალოდნელია გარკვეული იმედგაცრუებაც, რის გამოც საკუთარი მიზნების გადახედვა მოგიწვთ.
მაისიდან თქვენთვის პოზიტიური პერიოდი დგება და საქმიანობის სფეროს გარდა, წლის მეორე ნახევარი პირად ცხოვრებაში დადებით ცვლილებებს მოგიტანთ.

ლომი

2023 წელი საინტერესო და წარმატებული იქნება ლომისთვის, თქვენი გავლენა გაფართოვდება, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ საკუთარი შესაძლებლობების გაზვიადებამ შეიძლება გარკვეული პრობლემები შეგიქმნათ. ნურავის დაპირდებით იმას, რასაც ვერ შეასრულებთ. წლის მეორე ნახევარში ლომებს გარკვეული ცვლილებები ელით, არ არის გამორიცხული სამუშაო ადგილის შეცვლაც.

ქალწული

2023 წელს ქალწულს გარკვეული ცვლილებები ელის, რაც თავდაპირველად შეაშფოთებს, თუმცა, ეს ცვლილებები, აუცილებლად მოგიტანთ სარგებელს.
წლის პირველი ნახევარი კეთილდღეობის გაუმჯობესებას გპირდებათ. წლის მეორე ნახევარი კი წარმატებული იქნება კარიერული და პროფესიული საქმიანობისთვის, მოსალოდნელია დაწინაურებაც.

სასწორი

წლის პირველი ნახევარი სასწორისთვის ხელსაყრელი დროა ახალი და ძალიან სასარგებლო კავშირების დასამყარებლად. სწორედ ამ ურთიერთობების შედეგად მიიღებთ საკმაოდ მომგებიან შემოთავაზებას. გაზაფხულის პერიოდში ფრთხილად იყავით ინვესტიციებთან და ეცადეთ, ფინანსური რისკები მინიმუმამდე შეამციროთ. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა წლის მეორე ნახევარში მოგეცემათ.

მორიელი

მორიელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს 2023 წელი. მოსალოდნელია პირად ურთიერთობებში ცვლილებები, მოგიწევთ, გადახედოთ ყველაზე ახლო წრეს და ჩამოყალიბდეთ, რა გინდათ, გამორიცხული არ არის სამსახურის შეცვლა. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში.

მშვილდოსანი

2023 წელს, მშვილდოსანებისთვის პლანეტების გავლენა მთელი წლის მანძილზე ხელსაყრელი იქნება. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს რომანტიკული შეხვედრები და ბობოქარი რომანები ელით. პლანეტა ვენერას მხარდაჭერა პირადი ცხოვრებისა და ფინანსური პრობლემების დაძლევაში დაგეხმარებათ. წლის მეორე ნახევარში პროფესიულ საქმიანობაში ცვლილებების პერიოდია. ეს პერიოდი ხელსაყრელია ახალი სამსახურის მოსაძებნად და ახალი პროექტის განსახორციელებლად.

თხის რქა

2023 წლის განმავლობაში, პერიოდულად მოსალოდნელია სირთულეები და დაბრკოლებები. დროა, გადახედოთ საკუთარ მიზნებს და ამ მიზნების განხორციელების გზებს, ამავდროულად, მიზანშეწონილია, ახლო საურთიერთობო წრის გადახედვა და მათი დახარისხება მეგობრებად და არცთუკეთილმოსურნეებად.
წლის პირველ ნახევარში, ძირითადად, სახლთან, ოჯახთან და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული საკითხებით იქნებით დაკავებული, შესაძლოა, დღის წესრიგში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უძრავი ქონების ყიდვა ან რემონტის საკითხები დადგეს. ძველი გეგმების განხორციელებისთვის კი წლის მეორე ნახევარი ბევრად უფრო ხელსაყრელი იქნება.

მერწყული

2023 წელს მერწყულის შემოქმედებითი პოტენციალი გაიზრდება, რომანტიკული მიზნები კი განხორციელდება. შეიძლება ითქვას, ეს წელი კომუნიკაციის წელია მერწყულისთვის. მარტიდან არჩევანის წინაშე დადგებით, უნდა ჩამოყალიბდეთ, რა არის თქვენთვის მთავარი და რა მეორეხარისხოვანი. თუ სიზარმაცეს არ გამოიჩენთ, გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობაც. აპრილის ბოლოდან მაისის პირველ ნახევრამდე პერიოდში, შეიძლება შეგექმნათ სირთულეები საყვარელ ადამიანთან დაკავშირებით.

თევზები

პლანეტების გავლენა 2023 წელს ხელსაყრელია თევზებისთვის. მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები. წლის პირველ ნახევარში შანსი მოგცემათ, რომ უკეთესი სამსახური ან დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვოთ. მარტიდან მოგიწევთ კონცენტრირება მიზნებზე და საბოლოოდ ჩამოყალიბება, რა გსურთ. თუ ილუზიებისგან გათავისუფლდებით, გაცილებით რეალისტურ მიზნებს დაისახავთ. წლის მეორე ნახევარში ძალზე საინტერესო შეხვედრები და ახალი ნაცნობობა გელით.

კვირის ამბები