25 დეკემბრიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, გორის ცენტრალურ მოედანზე, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საახალწლო კონცერტები გაიმართება.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებებებში მონაწილეობას მიიღებენ სააგენტოს ბაზაზე არსებული შემოქმედებითი წრეების მოსწავლეები, გორში არსებული ვოკალური ჯგუფები, ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. საახალწლო კონცერტები 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ