

ბიომწარმოებელების მხარდაჭერას სახელმწიფო 2023 წელს სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საშუალებით მოახდენს. სოფლის მეურნეობის სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, პროგრამის ბიუჯეტი მზარდია და 500 000 ლარით არის განსაზღვრული.
„პროგრამა ითვალისწინებს არაბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე გადასვლის ხელშეწყობას, რაც გულისხმობს ბიოწარმოების სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენის, ფუტკრის სამკურნალო ბიოპრეპარატებისა და ბიოფიჭის შეძენის, ასევე, თაფლისა და ცვილის წარმოებისათვის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, 2022 წელს, ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს