

სინოპტიკოსების ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 20 დეკემბერს მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ნახევრადღრუბლიანი ამინდი და მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ლოკაციაზე პერიოდულად მცირე ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +5 გრადუსს მიაღწევს.
წვიმის და ზოგან თოვლჭყაპის სახით, ნალექი შენარჩუნდება ღამის საათებშიც.
21-დან 25 დეკემბრის ჩათვლით, გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, თუმცა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +5-6 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი მოსალოდნელია ყინვა -4 გრადუსამდე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.