სპორტი
18.12.2022 22:32
არგენტინა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, რომელიც კატარში მიმდინარეობდა, უკიდურესად დაძაბული აღმოჩნდა.

ჩემპიონატის ფინალური თამაშის ბედი არგენტინასა და საფრანგეთს შორის პენალტებით გადაწყდა - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა გახდა.

თამაშის პირველ ნახევარში არგენტინა ლიდერობდა ანგარიშით 2:00, მატჩის მეორე ნახევარში კი ფრანგებმა ანგარიში გაათანაბრეს და თამაშის ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა. დამატებით დროში კი ერთი გოლი მესიმ გაიტანა, თერთმეტმეტრიანის დარტყმით ერთი ქულა შესძინა საკუთარ გუნდს კილიან მბაპემაც, შესაბამისად, ანგარიში 3:3 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერია გამოცხადდა და სწორედ პენალტების შედეგად არგენტინა გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

კვირის ამბები