გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის - დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის - ქორმაისტერი ნინო წიკლაური, ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი ანშლაგით გაიმართა.
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, გ.ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო, კონცეპტ Art-ი.
tkt.ge-ზე, სადაც ბილეთების შეძენა იყო შესაძლებელი, ყველა ბილეთი რამდენიმე საათში გაიყიდა.
2024 წლის 25 ივნისს, 15 საათზე, საჯარო შეხვედრა ჩატარდება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის.: გორი, გ. ფერაძის ქ. #5