

დღეს, 16 დეკემბერს, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება. მოსამზადებელი სამუშაოები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც მერიაში აცხადებენ, სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელის. გაიმართება ქუჩის თეატრის საცირკო წარმოდგენა და საახალწლო პერფორმანსი მოეწყობა.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს 18:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები აანთებენ.
დღეიდან, გორის ცენტრალურ მოედანზე, პატარებს საშობაო ქალაქი და ატრაქციონები ელის.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს