

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გორში „ზამთრის საოცრებათა ბაზრობა“ მოეწყო.
ღონისძიებას, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა, ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლამ უმასპინძლა.
გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების შემოქმედება, ადგილობრივი ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრები და მეწარმეების პროდუქცია.
შეგახსენებთ, 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1950 წელს გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი, ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ მსოფლიოს მასშტაბით ცნობიერების ზრდის ხელშეწყობა იყო.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს