

გორში, სასტუმრო ,,ინტურისტის" მშენებლობისათვის, სტალინის და იმჟამინდელი 26 კომისრების ქუჩის კვეთაზე 1947 წელს გამოყოფილა მიწის ნაკვეთი.
გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან მაჭარაშვილის ინფორმაციით, სასტუმროს მშენებლობა 7 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა.
,,სასტუმრო ,,ინტურისტის" მშენებლობისათვის სტალინის და 26 კომისრების ქუჩის გადაკვეთაზე, 1947 წელს გამოყოფილი იქნა მიწის ნაკვეთი, მშენებლობა 7 წელზე მეტხანს მიმდინარეობდა, 1968 წელს, შაუმიანის ქუჩამდე სასტუმროს მიშენების მიზნით გამოყოფილი იქნა 1400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, სასტუმროს 48 ადგილიანი მიშენება ექსპლოატაციაში იქნა მიღებული 1975 წელს. 1972 წელს ინტურისტს სახელწოდება „გორი“ მიენიჭა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ქეთევან მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.