

გორში დასაქმების ფორუმი გამართება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ღონისძიებაში 30-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ 500-ზე მეტ ვაკანსიას გაეცნონ და შეარჩიონ სასურველი.
„ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ მხარდაჭერით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
რაც შეეხება ფორუმის ჩატარების დროს და ლოკაციას, ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჭავჭავაძის გამზირი #53) 13 დეკემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო იმუნიზაციის კვირეულს წელს 19-26 აპრილს აღნიშნავს.
დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება
2016 წლის რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონმა, გორელმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში (Real American Freestyle) მეორე ბრძოლა ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა.