გორის სპორტის სასახლე ფრენბურთში რამდენიმე ღონისძიებას უმასპინძლებს.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, 30 ნოემბერს დასრულდება 2022-2023 წწ. გათამაშების უმაღლესი ლიგის დასავლეთის ზონის პირველი ტური.
1-დან 7 დეკემბრამდე კი ევროპის ზონალური პირველობა ჩატარდება, რომელშიც, საქართველოს ნაკრებთან ერთად, უკრაინის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ლატვიის და ესტონეთის გუნდები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრებში გორელი ფრენბურთელი დავით კოკოშვილიც ირიცხება.
7 დეკემბრიდან გაიმართება 2022-2023 წწ. სეზონის მატჩები, სადაც გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებულ ვაჟ ფრენბურთელთა გუნდთან ერთად, ცაგერი, სამტრედია, ქუთაისი, ბათუმი, ყვარელი, სტუ და KSW იასპარეზებენ.
ბრალდებულიც და დაზარალებულიც დიდი ხნის ნაცნობები არიან და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობენ