

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ღრუბლიანობა, პერიოდულად ნალექი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.
30 ნოემბერს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანი ამინდი, პერიოდულად მოსალოდნელია მცირე ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +7 გრადუსს მიაღწევს.
ღუბლიანობა, უნალექო ამინდი და +7 გრადუსია ნავარაუდევი გორში 1-ელ და 2 დეკემბერს.
3 დეკემბრიდან კი ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს და დღის საათებში მაქსიმალური +3, +6 გრადუსი დაფიქსირდება, 5 დეკემბერს ღამით 0 გრადუსია მოსალოდნელი, 6-7 დეკემბერს კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაეცემა.
6 დეკემბერს, გორში, დღის საათებში მოსალოდნელია თოვლჭყაპიც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +2 გრადუსს მიაღწევს.
287 ოქროს და 20 ვერცხლის მედალი გაიცემა საჯარო სკოლებში, რაც შეეხება კერძო სკოლებს, 22 კურსდამთავრებული ოქროს მედალს, 3 კი ვერცხლის მედალს აიღებს